საქართველოს წამოვუთაქეთ და იძულებულნი ვიყავით გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსული არხებისათვის ინტერვუში გააკეთა.
"რაც შეეხება საქართველოს, აქ ისტორია უფრო სევდიანია. აქ იყო შეიარაღებული კონფლიტი, თავდასხმა პატარა სახელმწიფოზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი ნაწილი იყო, რომელიც დასრულდა ყველამ ვიციც რითიც. ჩვენ მათ, საქართველოს წამოვუთაქეთ და იძულებულნი ვიყავით გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, თუმცა ჩვენ, მე პირადად, ჩემს მეგობრებს, პარტნიორებსა და ამხანაგებს, მთელს ჩვენს ხალხს არ აქვს არავითარი ანტიპატია საქართველოს მიმართ", - განაცხადა მედვედევმა.