პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსული არხებისათვის ინტერვიუს მიცემისას საქართველოს გვერდი ვერც რუსეთის არმიის რეფორმირებაზე საუბრისას აუარა.
"შეიარაღება ჩვენ არ შეგვიცვლია ბოლო დრომდე, საბჭოეთის დროიდან და მე როგორც მთავარსარდალი ამას კარგად ვაცნობიერებ", _ განაცხადა მედვედევმა და განაგრძო: - "სხვათა შორის კონფლიქტმა, რომელიც საქართველომ წამოიწყო ამის დემონსტრირება მოახდინა. ჩვენ მოგვიწია უცბად შეგვეცვალა ჩვენი შეიარაღება და ახლა ჩვენს წინაშე დგას ამოცანა - 2020 წლისათვის 50 % დან 70 % - მდე შეიარაღებისა შევცვალოთ, ახალი რაკეტები, ახალი ჯავშანტექნიკით და ახალი კაშირგაბმულობით", _ განაცხადა მედვედევმა.