რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის ტელეკომპანიების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს. მედვედევმა საქართველო ინტერვიუს პირველივე წუთებზე ახსენა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთში რამდენიმე ხნის წინ რეფორმირებული და სახელშეცვლილი პოლიციის შესახებ ჰკითხა.
კითხვაზე - "მილიციას გადაარქვით პოლიცია, თუმცა მათი სიმხეცის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად ყოველდღე მოდის. რა ხდება უკვე პოლიციის რეფორმირება ხომ არ არის საჭირო?, მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და არ არის "უპაწაწინესი სახელმწიფო", რომ ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები აიყვანონ.
"ჩვენ გზის დასაწყისში ვართ. ჩვენ არ ვართ აი ასეთი პატარა ნამცეცი, არ ვართ არც უპაწაწინესი სახელმწიფო, რომელიც ჩემთვის ხშირად მაგალითად მოჰყავთ, რომ ვთქვათ მოდით ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები ავიყვანოთ", _ განაცხადა მედევდევმა.
- საქართველოს გულისხმობთ?",- ჩაეკითხა ჟურნალისტი.
"მე არაფერს ვგულისხმობ, ეს თქვენ თქვით, მე ვამბობ, ჩვენ არ ვართ პატარა ქვეყანა რომელშიც მსგავსი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ", - განაცხადა მედვედევმა.