დღეს, 20 იანვარს, ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ინდუსტრიულ ზონებს მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ გილაური ეგვიპტეს გუშინ, 19 იანვარს ეწვია. გუშინვე გაიმართა საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი, რომელზეც გადაწყდა, რომ თბილისს მარტში ეგვიპტელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაფორმდა ორი ქვეყნის ერთობლივი პალატის დაარსების შესახებ მემორანდუმიც.
გუშინ, ასევე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაც. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა.
როგორც გილაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეგვიპტის პრემიერთან ეკონომიკურ პროექტებსა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაურთან ერთად ეგვიპტეში მოლაპარაკებებს ქართველი ბიზნესმენები და სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც მართავენ.