საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ალბანეთში იმყოფება.
ვაშაძე უკვე შეხვდა თავის ალბანელ კოლეგასედმონდ პაშინასტოს. მხარეებმა შეხვედრაზე ჩიკაგოს დაგეგმილ სამიტზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
,,კარგი და სწრაფად წინ მიმავალი პოლიტიკური ურთიერთობების საჭიროა გადავიდეს კარგ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ალბანელ კოლეგებს დიდი დაინტერესება ჰქონდათ, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე და მინერალურ წყლებზე. მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნება სამთავრობოშორისო კომისია, რომ დაინტერესებულმა კომისიებმა ერთად იმუშაონ ერთობლივ გეგმებზე", _ განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.