დღეს, 26 აპრილს, პარლამენტში, სამთავრობო საათზე, მინისტრებს ელოდებიან.
სამთავრობო საათზე ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტში ხუთი მინისტრი დაიბარა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
ფრაქციის წევრებმა მინისტრებს 26 შეკითხვა უკვე გაუზავნეს. სამთავრობო საათი 26 აპრილს 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პლენარული სხდომა გაიმართება.