სტრასბურგში ქართულ და რუსული მხარეს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. დევნილების დაბრუნება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გაუქმება და ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, ეს ის თემებია, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა სტრასბურგში მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა Qალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ პრობლემები, მართლაც არსებობს, მაგრამ მათ ამ პრობლემების მოგვარება არ შუძლიათ. ქართული მხარე კი აღნიშნავს, რომ თუ ევროპელი დეპუტატების დონეზეც ვერ წყდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლის საკითხი, მაშინ რუსულ დელეგაციებთან შეხვედრას აზრი არ აქვს.
,,ვეძებთ, ყველა საშუალებას, რომ ვესაუბროთ არა მარტო ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, არამედ რუსეთს, როდის აპირებს და როგორ აპირებს შეასრულოს ევროკავშირის რეზოლუციები. როგორც აღმოჩნდა რუსეთის დელეგაცია, მიუხედავად იმისა, რომ იცის ამ პრობლემების შესახებ, არა აქვს საკმარისი რესურსი და პირდაპირ განაცხადა, რომ ,,დუმა" არა არის ის ორგანო, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას", _ განაცხადა შეხვედრის დასულების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა
შეგახსენებთ, ქართულ და რუსული მხარეს შორის შეხვედრის ორგანიზატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონია.