საქართველოს პრეზიდნტმა, მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.
"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო. იგი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებული თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვალერიან ხუჯაძის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
სერჟანტი ხუჯაძე 31 ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.