საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდა თავის ესპანელ კოლეგას ხოსე მანუელ გარსია-მარგალიოს.
Mმხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესთან დაკავშრებული თემები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, საქართველოსა და ესპანეთს შორის უმაღლესი დონის, ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის შემდგომი გამყარებისა და საქართველოში ესპანური კომპანიების საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები.