ეუთოს ეკონომიკური ფორუმის პროგრამა საბოლოოდ დაზუსტდა კოპენჰაგენში საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე. საქართველოს დელეგაციის განცხადებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა 250-ს გადააჭარბებს. ბათუმს ეწვევა 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და ეუთოს ელჩების ჯგუფი. კონფერენციის ძირითადი თემაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში. განსახილველ საკითხთა შორის იქნება საინვესტიციო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტურიზმი და ა.შ.