სტრასბურგში დღეს ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება. ქართულ დელეგაციას პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო რუსულს ალექსეი პუშკოვი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის ორგანიზატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონია.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხებს განიხილავენ.
,,რუსები გეგმავენ სტრატეგიული, ყოვლისმოცველი წვრთნების ჩატარებას, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მიუღებელი და ჩვენი ევროპელი კოლეგები ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში უნდა იყვნენ პირველ რიგში რატომ ტარდება ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, საქართველოს გარშემო და მეორეც რატომ ტარდება ეს წვრთნები იმ დროს, როდესაც საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.