დღეს, 25 აპრილს, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი საქართველოში შეხვედრებს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ის სხვადასხვა სფეროებში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ლუტის თბილისში ვიზიტი იმ ათდღიანი მოგზაურობის ნაწილია, რომელიც ტუნისს, ინდოეთს, იაპონიასა და ლუქსემბურგს მოიცავს.