ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ელჩის ვიზიტი აფხაზეთში გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გაცნობას.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ მინისტრმა მოუთხრო დიპლომატს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიის შესახებ და ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ელჩმა ჩირიკბას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და დიალოგის გაგრძელების იმედი გამოთქვა.