"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, პარტია ამომრჩეველთა სიების "კარდაკარის" პრინციპით გადამოწმებას დამოუკიდებლად ჩაატარებს.
"ეს უნდობლობა განპირობებულია იმით, თუ რა პოლიტიკური პროცესები იყო მანამდე, როგორ შეიქმნა ეს კომისია და ა.შ.. ჩვენ ვენდობით ჩვენ მიერ მაქსიმალური მობილიზებითა და მონაწილეობით, შესაბამისად საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარებულ კვლევას", _ განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ის აღარ დაიცავს ნუგზარ ბოჭორიშვილის ინტერესებს, რომლის ადვოკატი ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრობისას იყო.
"აღარ გავაგრძელებ ნუგზარ ბოჭორიშვილის დაცვას. მის დაცვას აგრძელებენ სხვა ადვოკატები", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარემ.