"მთავარი საზომი ჩვენთვის არის არა ფული, არა ხრიკები და არა მტრის მუქარები და მოსყიდვის მცდელობები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებულ ახალ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე.
"მთავარი საზომი ჩვენთვის არის ჩვენი ხალხი. საქართველოს ყველა კარი ეხსნება, ყველგან შეგვიშვებენ, ყველგან მიგვიღებენ, ყველა ჩაგვიკრავს გულში, როცა საქართველო იქნება სტაბილური წარმატებული ქვეყანა დასახლებული ბედნიერი ადამიანებით. ეს არის ჩვენი გამარჯვების საბოლოო საზომი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.