"წელს ჩვენ რთველს ჩავატარებთ უკეთესად, ვიდრე როდესმე. წელს შემოვიყვანეთ გაზაფხულზე ბევრი ტრაქტორი, მაგრამ შემოდგომაზე მთლიანად დავაკომპლექტებთ სოფლის მეურნეობას ტრაქტორებით - არ უნდა დარჩეს არც ერთი ჰექტარი მიწა დაუმუშავებელი საქართველოში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებულ ახალ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე.
"მე სულ დავფრინავ საქართველოს თავზე. რომ დაიგვიანა გაზაფხულმა შემოსვლა, თქვენ არ იცით, როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი დათბა, როგორ დაიწყო დამუშავება უცებ და როგორ ამუშავდა ჩვენი ხალხი", _ განაცხადა სააკაშვილმა.