"როგორც წელს იხსნება ყველგან საავადმყოფოები, ასე მომავალი წლის ბოლოს ანუ ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს საქართველოში არ დაგვრჩება არც ერთი სკოლა რომელიც იქნება ამერიკულ და ფრანგულ სკოლებზე ნაკლები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებულ ახალ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე.
"მომავალი წლიდან საერთოდ მთელი ბავშვების კომპიუტერიზაცია მოხდება. ყველგან იქნება ეს ახალი კლასები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, ყველგან იქნება გადამზადებული მასწავლებლები და ყველაგან ექნება საშუალება ახალგაზრდობას მიიღოს მართლაც საერთაშორისო კლასის განათლება", _ განაცხადა სააკაშვილმა.