"ჩემთვის ეს არის პირველ რიგში თანასწორობის იდეა - დღეს ვისაც ეს საავადმყოფოები აღიზიანებს, ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ საქართველოს ყველა მშრომელი ადამიანისთვის ეს არის ხელმისაწვდომი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებულ ახალ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე.
"ადრე იყო მხოლოდ ერთი და იგივე რამდენიმე ფულის მკეთებელი ან ძალიან მდიდარი ადამიანი და მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ კარგ ქუჩაზე, მხოლოდ იქ იყო დაგებული ასფალტი, მხოლოდ იქ იყო დენი და მხოლოდ მათი შვილები სწავლობდნენ უკეთეს სკოლებში და ყველა დანარჩენი იყო თამაშგარე მდგომარეობაში", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამიტომ არის, რომ ახლა ეს ხალხი რომ მოიწევს უკან ხელისუფლებაში, პირველი ლოზუნგი, რაც მათ წამოაყენეს, თქვეს, რომ არამდიდარ ადამიანს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში.
"მათ აღიზიანებთ მინისტრები, რომლებიც ფულს არ აკეთებენ, მათ აღიზიანებთ პოლიციის უფროსები რომლებიც თქვენ ფულს არ გძალავენ. აღიზიანებს მათ ისიც კი, რომ შენ შეიძლება შენს ინტერესზე მაღლა -თუ საჯარო სამსახურში ხარ ხალხის ინტერესი დააყენო",_ განაცხადა სააკაშვილმა.