"ჩემზე მოუთმენელი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დაიარება. რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრად მეტია, ვიდრე მათი გადაწყვეტის ტემპი",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში, "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებული ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე მოსახლეობისადმი მიმართვისას.
"ყველაზე მეტად მე მინდა ყველაფრის ჩქარა გაკეთება. ეს საავადმყოფო როგორც კეთდება და როგორც კეთდება 150 სხვა საავადმყოფო საქართველოში, როგორც ამას მოჰყვება 5-6 უზარმაზარი ცენტრი თბილისში - ჩვენ გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯანდაცვის სისტემა და არა სადღაც იქით, არამედ ჩვენს რაიონსა და ჩვენს სოფელსა და ქალაქში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.