20 იანვარს ბრიუსელში საქართველოს 2010 წლის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობაა ჩანიშნული.
ქართულ მხარეს ნატოსთან ურთიერთობის ფარგლებში 2010 წლის სამოქმედო გეგმა მზად აქვს. დოკუმენტის მომზადებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად ექსპერტებმაც იმუშავეს.
გეგმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ალიანსის შატბ-ბინაში გადააგზავნა.
როგორც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2010 წლის განმავლობაში ქართული მხარე საკმაოდ მნიშვნელოვან ვალდებულებებს იღებს, მათ შორის გეგმა სამხედრო რეფორმების გაძლიერებას, ომის შედეგების აღმოფხვრას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მედიის თავისუფების ამაღლებასა და კონსტიტუციური საქმიანობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
"ყველა ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდება", - განაცხადა ბარამიძემ.