ევროკავშირი და შეერთებული შტატები უახლოვდებიან შეთანხმების მიღწევას დედამიწის იშვიათი მინერალების მოპოვებისა და მიწოდების უზურუნველყოფის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
პროექტის მიხედვით, შესაძლო შეთანხმება ითვალისწინებს სტიმულების შექმნას - მათ შორის მინიმალური ფასების დაწესებას, რაც უპირატესობას მისცემს იმ მომწოდებლებს, რომლებიც ჩინური კომპანიები არ არიან.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და აშშ სხვა ქვეყნებს შორის პარტნიორებს ეძებენ უფრო ფართო ალიანსის შესაქმნელად, რათა ჩამოყალიბდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ახალი მიწოდების ჯაჭვები.
მოლაპარაკებების გააქტიურება ხდება იმ ფონზე, რომ ჩინეთმა იშვიათო ელემენტების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რაც პასუხი იყო სავაჭრო პოლიტიკაზე, რომელსაც ატარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
სააგენტოს წყაროების თქმით, დოკუმენტები ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განხილვის პროცესშია და შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. მხარეებს ჯერ ყველა დეტალზე არ მიუღწევიათ შეთანხმება - კერძოდ, სუბსიდიებთან, მინიმალურ ფასებთან და შესყიდვის გარანტიებთან დაკავშირებით.