ჩვენ ასევე ჩამოვაგდეთ დრონები რეაქტიული ძრავებით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიგნალია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნლაისტებს განუცხადა.
"ჩვენი სამხედრო ექსპერტები გავგზავნეთ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩამჭრელი დრონებისა და ელექტრონული ომის სპეციალისტები. ჩვენ რამდენიმე ქვეყანას ვაჩვენეთ, როგორ იმუშაონ ჩამჭრელ სისტემებთან. გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ. გავაკეთეთ ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში? არა - რამდენიმე ქვეყანაში. და ჩემი აზრით, ეს წარმატებაა.
ეს არ იყო სასწავლო მისია ან წვრთნები, არამედ დახმარება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაში, რომელსაც რეალურად შეუძლია მუშაობა. იმ ქვეყნებში, რომლებმაც თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები გახსნეს ჩვენთვის, ჩვენმა ექსპერტებმა ძალიან სწრაფად შეძლეს რჩევების მიცემა, როგორ გაეძლიერებინათ ეს სისტემები. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ გავუზიარეთ ჩვენი რეალური საბრძოლო გამოცდილება თავდაცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა და ეს პატივისცემას აჩენს უკრაინის მიმართ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელებმა ასევე ჩამოაგდეს დრონები რეაქტიული ძრავებით.
"ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიგნალია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მუშაობს. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დავიწყებთ იმ ჩამჭრელების მასობრივ წარმოებას, რომლებიც გაანადგურებენ რეაქტიული ძრავებით მომუშავე დრონებს", - განაცხადა ზელენსკიმ.