"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია გლეხებზე სესხების გაცემას და გარანტორად სახელმწიფოს ჩადგომას ითხოვს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, გლეხები მიწების სრულად ათვისებას ვერ ახერხებენ, თუმცა თუ დაამუშავებენ სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებენ.
მისი თქმით, სოფლის მეურნების სფეროში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბარია პატრიარქის ეპისტოლეში და ხელისუფლება ვალდებულია, მასზე რეაგირება მოახდინოს.
,,სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს გლეხურ მეურნეობებს და ფეხზე უნდა დააყენოს სოფელი, რომელიც ქვეყნის ეროვნული იდენტობის საფუძველიც არის,, - განაცხადა ჩახვაძემ და გამოვიდა ინიციატივით, რომ თითოეულ ოჯახს ბანკებმა შეუქმნან ორწლიანი საკრედიტო ხაზი, გარანტია კი სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს.