ბიძინა ივანიშვილი დღეს უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა. შანდორ საბოსმა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება პირადად მიულოცა და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დეკლარაცია მოიწონა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხითაც დაინტერესდა.