პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას შეამცირებს. Mმისივე თქმით, ნესკრაჰესის მშენებლობისას 1 200 ადამიანი დასაქმდება.
,,ნესკრაჰესის მშენებლობა ჩინური ინვესტიციით განხორციელდა. ამგვარი პროექტები არის მაგალითი ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების და ეს მიმართულია ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რათა იყვნენ დასაქმებული", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელების წინაპირობა საქართველოში კორუფციის არარსებობაა.
,,მთავარი საინვესტიციო პროექტის განხორციელების წინაპირობად კორუფციის პრაქტიკულად არარსებობა სახელდება", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.