პრეზიდენტის პრესპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხაშურში მინის, ხოლო თბილისში რძის გადამუშავებელი ქარხნის გახსნა იგეგმება, რომელიც ავსტრიული ინვესტიციით აშენდა.
"დაგეგმილ პროექტებს შორისაა, ხაშურში მინის ქარხნის მშენებლობა და რძის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა თბილისში, რომელიც მთლიანად ავსტრიული ინვესტიციებითაა აშენებული", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.