პარლამენტში ხელჩართული ინციდენტი მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა, რომელის საქართველოს პარლამენტის მიერ, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას შეეხო და იკითხა, თუ რას აპიარებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სომხების გენოციდთან დაკავშირებით.
,,ჩერქეზთა გენოციდის საკითხის განხილვისას ვამბობდი, რომ ამ თემას არ უნდა შევხებოდით, რადგან ამას მოჰყვებოდა სომეხთა საკითხიც. ახლა რა უნდა უთხრათ ჩვენს მოძმე სომხებს, რომლებიც ჩვენი თანამემემულეები არიან და ჩვენთან ერთად იღვწიან?,, - აღნიშნა ბაღათურიამ. ამ დროს ტრიბუნასთან ერთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ სულეიანოვი მიიჭრა და მას გაურკვეველი ნივთი ესროლა.
ბაღათურიამ პასუხად პასტა ესროლა. ინციდენტი პარლამენტის დარბაზში ხელჩართულ კონფლიქტში გადაიზარდა.
დარბაზის დაშოშმინების შემდეგ აზერ სულეიანოვმა ბაღათურიას ,,სომეხი დეპუტატი ბაღათურიანი,, უწოდა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გამოურთეს. ინციდენტის დროს პარლამენტის პლენალური სხდომა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
ვითარება მანდატურებმა განმუხტეს.