პარლამენტმა სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის შესახებ დადგენილება დღეს დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადგენილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი.
კერძოდ, 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დაადგინა:
1. ცნობად იქნეს მიღებული 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება;
2. ცნობად იქნეას მიღებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე;
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს მონიტორინგი 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საანაგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე;
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე.
სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში 12 აპრილს ჩააბარა, თუმცა დადგენილების კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.