ევროპის საპარლამენტო სესიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, ანგარიში დეპუტატ ტინი კოქსის ხელმძღვანელობით განიხილეს და მასში ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გახსნა.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ანგარიშში ჩაიწერა, რომ საქართველოს ხელისულფლებასთან შეთანხმების გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, როგორც ეს აღიარებულია სართაშორისო თანამშრომლობის და ასევე ევროპის საპრლამენტო ასამბლეის მიერ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას რუსული პასპორტები აქვთ, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. პასპორტრიზაციის პოოლიტიკრი შედეგია, ეს ქმდება კი ტალიავინის მოხსენებაში იქნა გაკრიტიკებული.
ევროპის საბჭოს ასამბლეამ რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლტიკა არაერთ რეზოლუციაში შეაფასა, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებსი დარღვევა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სადამკვებლო მისიის ანგარიში სესიაზე განხილვამდე, ბიურომ დაამტკიცა. საკითხის გარშემო დებატებიც გაიმართა, სადაც სიტყვით ქართული დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი გამოვიდა.