აფხაზური მხარის ინფორმაციით, სოხუმის ბოტანიკური ბაღის კოლექციას ორი სახეობის ახალი მცენარე შეემატა, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოიტანეს. აღნიშნული მცენარე უნგრეთიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, პროფესორმა სერგეი ბებიამ ჩამოიტანა.
სერგეი ბებიას განმარტებით, მსოფლიოში ამ სახეობის მცენარის 70 სახეობა არებობს. აფხაზეთში კი არც ერთი მათგანი არ იყო.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს ბოტანიკურ ბაღს დიდი ზარალი მიადგა, ამჟამად იქ 4000 სახეობაზე მეტი მცენარეა. ომამდე იქ 5000 მეტი სახეობის მცენარე იყო.