საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დამპყრობლებს ქართველი ხალხის წარმატება აშინებთ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ჭუბერში ნესკრაჰესის მშენებლობის გახსნისას და აღნიშნა, რომ ქართველებმა დამოუკიდებლობის ფასი გაიგეს.
,,ე.ი. დამოუკიდებელ საქართველოს შესძლებია შენება. გავუგეთ დამოუკიდებლობას გემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც ყველაზე ძალიან აშინებს ჩვენს დამპყრობელს არის, ის, რომ თუ ქართველმა ხალხმა თავისი ხელით, გააკეთა ყველაფერი ე.ი ისინი არაფერში არ გვჭირდებიან, რომ იყვნენ ჩვენი ბატონ-პატრონები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე თვეში დაიწყება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
"წელს ეს არ არის მთავარი მოვლენა, იმიტომ, რომ სულ რაღაც ორიოდე თვეში ჩვენ ვიწყებთ ამაზე, უფრო ორჯერ და უფრო მეტი ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობას ნამახვანზე. ერთად მათი სიმძლავრე ამისა და ნამხვანის გაუტოლდება იმას, რაც თავიდან იყო ენგური", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა