,ქართული ოცების" პრესსპიკერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციაზე ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები პირადი პრობლემების გამო ვერ მივიდნენ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.
,,დაბეჭდილი მოსაწვევები არ არსებობდა. Yყველამ იცოდა, რომ ტარდებოდა ყრილობა და სტუმრები დაპატიჟებული გვყავდა მხოლოდ სიტყვიერად. Aასეთი სიტყვიერი მოპატიჟება მიიღო აბსოლუტურად ყველამ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, კახა შარტავამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პირადი პრობლემების გამო პარტიის პრეზენტაციაზე ვერ მივიდოდა.
,,პოლიტსაბჭოზე, რომელიც უძღოდა პარტიის ყრილობას იქ თქვა ბატონმა კახამ, რომ მას არ ჰქონდა მოსვლის საშუალება კონკრეტულად ამ შაბათს. M არ მიკითხავს რა პირადი მიზეზი იყო ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც შეხება, გუბაზ სანიკიძეს აქაც იგივე შეიძლება გითხრათ პრეზენტაციაზე Dდაპატიჟებული იყო კოალიციის ყველა ლიდერი და ალბათ, მათ ტექნიკურად ვერ შეძლეს მოსვლა", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციას ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები არ დასწრებიან.