,,ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საგადასახადო სისტენის შეცვლასა და დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ, ტრადიციულ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
,,ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევცვლით საშემოსავლო სისტემას და დავაწესებთ დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. დღეისათვის ეს თანხა 160-ლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რომელთა შემოსავალი თვეში 160 ლარზე ნაკლებია საერთოდ არ დაიბეგრებიან", _ განაცხდა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა სხვა კატეგორიის ადამიანს დასაბეგრავი თანხა 160-ლარით შეუმცირდება.
,,ხოლო ყველა დანარჩენს დასაბეგრავი ბაზა 160-ლარით შეუმცირდება.Mმაგალითად, თუ დღეს ადამიანის ხელფასი არის თვეში 300 ლარი, მას სახლში მიაქვს მხოლოდ 240 ლარი, ხოლო ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემით, სახლში მიიტანს 272 ლარს, რადგან საარსებო მინიმუმი 160 ლარი არ დაიბეგრება",_ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.