,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის ჯანდაცვის სფერო სპეკულირების საშუალებაა.
,,ჯანდაცვის სფერო არის სააკაშვილის ხელისუფლების სპეკულირების სფერო. იგი ერთმანეთის მიყოლებით ხსნის საავადმყოფოებს, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია. განსაკუთრებით, პენსიონერებისთვისა და უმწეოთათვის", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება.
,,სააკაშვილი აცხადებს, რომ სექტემბრიდან დაიწყება ყველა მეორე მოქალაქის დააზღვევა. ჩვენ ვპირდებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავაზღვევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აბსოლუტურად ყველას და არა ყოველ მეორეს", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.