ბიძინა ივანიშვილი "ეროვნულ ფორუმთან" უთანხმოებას უარყოფს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა , ის და კახა შარტავა მეგობრობენ.
"ჩვენ აბსოლუტურად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. Mვმეგობრობ კახა შარტავასთან. მას აქვს საუკეთესო იუმორი და მიყვარს ადამიანები ვისაც კარგი იუმორი გააჩნია. სანიკიძესთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ასეთი არაფერი გამიგია", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობაზე ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე "ეროვნული ფორუმიდან" კახა შარტავა მიიწვიეს, გუბაზ სანიკიძე კი არა, რის გამოც ღონისძიებაზე არც შარტავა მივიდა.