,,პოლიტიკური საბჭო ამ კვირაში შეიკრიბება და იგი აირჩევს აღმასრულებელ, პოლიტიკურ, რეგიონალურ და საერთაშორისო მდივნებს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამით პარტიის ფორმირება დასრულდება.
Mმისივე თქმით, ყველა ადამიანისთვის პარტიის კარი ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ში გაწევრიანება.
,,მსურველთათვის პარტიის კარი ღიაა და გაწევრიანების პროცედურებიც ცნობილია. Aსე, რომ ვისაც აქვს ინტერესი, მას შეუძლია მიაკითხოს თბილისისა დაყ ველა რეგიონის ოფისებს და იქ გააკეთოს განაცხადი პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.