,,ქართული ოცნების" ლიდერი ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს აქამდე არ დახმარებია. Mმიზეზად ივანიშვილმა დაასახელა, რომ სახელმწიფო თავად ცდილობდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას.
,,ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს მე არ დავხმარებივარ და, საერთოდ, ვერიდებოდი ყველანაირ გახმაურებულ თემებში ჩარევას. ვთქვათ იგივე საბავშვო სახლები, ომში დაღუპულები, ანუ რაც ძალიან ზედაპირზე და გახმაურებული იყო, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავდა და ცდილობდა სახელმწიფო ჩარეულიყო, ამდენად თავს ვარიდებდი", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან დაღუპული ოჯახების დახმარება უხმაუროდ არ ჩაივლიდა.
,,ეს იყო ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ქვეყნისთვის რისი გაკეთებაც შემეძლო უხმაუროდ გამეკეთებინა და ასეთი თემები უხმაუროდ არ გამოდიოდა და სწორედ ამის გამო ვარიდებდი თავს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.