საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დაასრულა. ნიკა გილაურმა ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან ქრისტინ ლაგარდთან. შეხვედრაზე სსფ-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის სწორ განვითარებას და ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია დღეს მსოფლიოში და აქ ხაზი იყო გასმული საბიუჯეტო დეფიციტზე, დაბალ ვალზე, მაღალ ეკონომიკურ ვალზე, დაბალ ინფლაციაზე და და ჯანსაღ საბანკო სექტორზე., ამ პარამეტრების გათვალისწინებით კი სსფ ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია"- აღნიშნა შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა.
სსფ-ს ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ სსფ-სა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობს და საქართველოს მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს.