განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მთლიანად შესაცვლელია ქართული სახელმძღვანელოები.
"განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზღრდაზე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა საერთო სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირებასა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების მომზადებაზე", - განაცახდა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ძირეულადაა შესაცვლელი სახელმძღვანელოების პოლიტიკა.
"ბოლო უნდა მოეღოს განათლების სფეროს პოლიტიზაციას და პოლიციური მეთოდებით ადმინისტრირებას",- განაცადა ბიძინა ივანიშვილმა.