დღეს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარედ უფლებათადამცველი მანანა კობახიძე აირჩიეს.
მანანა კობახიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და იგი ეცდება მხარდამჭერებთან ერთად ამ პასუხისმდებლობას თავი გაართვას.
"ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ ჩაგვაყენა და აუცილებელია, პარტიას ჰყავდეს თავმჯდომარე. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პაასუხისმგებლობა და მზად ვარ ეს პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად გავიზიარო", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მანანა კობახიძე არის უფლებათადამცველი, მოქმედი ადვოკატი. აქამდე იყო "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი.