"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობისთვის რეგისტრაცია 1109-მა დელეგატმა გაიარა. პარტიის ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. სადამფუძნებლო ყრილობა საინიციატივო ჯგუფის უხუცესმა წევრმა ივანე კიღურაძემ გახსნა, სადაც ყრილობის თავმჯდომარედ არჩილ კბილაშვილი აირჩიეს.
ყრილობას ესწრება ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი.
ყრილობას ესწრებიან კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის ლიდერებიც - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყრილობაზე სიტყვით პირველი გამომსვლელი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი იყო. აზმაიფარაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში და შებმოდა სიცრუის მანქანას.