კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის პრეზენტაციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" საპროგრამო გეგმებზე ისაუბრებს.
"კოალიციის ხელმძღვანელი დღეს გააკეთებს მნიშვნელოვან აქცენტებს ჩვენს საპროგრამო ინიციატივებზე", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარტიის პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის შექმნა ხელს შეუწყობს კოალიცია "ქართული ოცნების" მიზანმიმართულ მოქმედებას.
"დღეს არის ყრილობა ჩვენი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაარსების და ეს შემდგომ უფრო ძლიერ და მიზანმიმართულს გახდის კოალიციის მუშაობას და ჩვენ დავიწყებთ ჩვენი გზავნილების მიტანას მისახლეობამდე",_ განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.