"ლეიბორისტული პარტიის" აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში დამკვირვებლების სახელით სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გააგზავნა.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კიევში, დონეცკსა და ამ ქვეყნის სხვა რეგიონებში სპეცრაზმელ საარჩევნო დივერსანტ-პროვოკატორტა რაზმების დესანტირებით სააკაშვილმა მიაღწია უკრაინასთან სავიზო რეჟიმის დაწესების, ეკონომიკური ბაზრის დაკარგვის, სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის, ჩვენი ასეულათასობით თანამემამულის დეპორტირებისა და უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების რეალურ ზღვარს", - განაცხადა ნათელაშვილმა.