"ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ოფიციალური სტატუსი არ ექნება. აღიშნულის შესახებ მაია ფანჯიკიძემ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.
"თქვენ მოგეხსენებათ მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ ამ შემთხვევაში მას პარტიაში ოფიციალური სტატუსი არ ექნება. ხოლო რა ფუნქცია, რა როლი დაეკისრება მას რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ