ხვალ, 22 აპრილს, საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მილან შტეხი ეწვევა.
23 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რის შემდეგაც დავით ბაქრაძისა და მილან შტეხის ეთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად ჩეხ ბიზნესმენებს შეხვდება და ჩეხეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია მილან შტეხის შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან და თბილისის მერ გიგი უგულავასთან.
დელეგაციის წევრები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსაც ეწვევიან და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის დაათვალიერებენ. დაესწრებიან კონცერტს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.