საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში იმყოფება.
ვაშაძე უკვე შეხვდა თავის ბელგიელ კოლეგას.
მხარეებმა შეხვედრაზე, დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტზე, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გასაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
,,განხილულ იქნა ფაქტობრივად, ყველა საკითხი. ვისაუბრეთ, ორმხრივ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩიკაგოს სამიტისთვის მზადება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროპის კავშირთან", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.