ხვალ, 21 აპრილს, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად დააფუძნებს. ამის შესახებ ბიძია ივანიშვილმა თავად განაცხადა.
"21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივიღებ მონაწილეობას ახალი პარტიის დაფუძნებაში - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახლო მომავალში პოლიტიკური ბლოკიც ჩამოყალიბდება, რომლის ლიდერი თავად ივანიშვილი იქნება.
"უფრო მოგვიანებით კი ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება. "ივანიშვილი - ქართული ოცნება" და მე ვიქნები ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში