მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ უკიდურს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა წინანდალში სტუმრობისას განაცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ საქართველოში მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდ ქალაქებში ჯერ კიდევ გვაქვს 15, 20, 25%-იანი უმუშევრობა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, მაგრამ ერთადერთი წინსვლის გზა არის ეკონომიკის განვითარება ყველა მიმართულებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.