ევროპის საბჭო საქართველოს მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულებით კმაყოფილია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კმაყოფილება ორგანიზაციის ფედერალურმა მრჩეველმა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე მიშელინ კალმი-რეიმ, თბილისში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
"ქ-ნმა კალმი-რეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში. მან მოუწოდა ხელისუფალთ დაასრულონ დარჩენილი საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც უმცირესობათა დაცვას და რეგონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერას შეეხება", - ნათქვამია საქართველოში ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიშელინ კალმი-რეი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 16-17 იანვარს იმყოფებოდა.