აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ირანთან კარგ შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას, რომლის ვადა 22 აპრილს იწურება.
ამის შესახებ CNBC იუწყება.
ტრამპს კითხვა დაუსევეს, რას ელოდება ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისგან, რომელიც სამშაბათს პაკისტანში უნდა გაიმართოს. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და თეირანი აუცილებლად მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას.
„მე ვფიქრობ, რომ მათ არჩევანი არ აქვთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავანადგურეთ მათი ლიდერები,“ — განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანის ახალი ხელმძღვანელობა „უფრო რაციონალურია“ წინა ხელმძღვანელობასთან შედარებით.
„სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ მათი ლიდერები მოვიშორეთ, რაც სიტუაციას გარკვეულწილად ართულებს, მაგრამ ეს ლიდერები ბევრად უფრო რაციონალურები არიან. ამას შეგიძლიათ რეჟიმის შეცვლაც უწოდოთ, როგორც გინდათ, თუმცა მე არ მითქვამს, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს გარკვეულწილად ირიბად მოხდა,“ — აღნიშნა მან.
კითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების ვადას, რათა დრო მიეცეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, ამის გაკეთება არ მინდა“.